„უკანონო საქმისწარმოების, მტკიცებულებათა არარსებობის, დაუსაბუთებელი და უსამართლო გადაწყვეტილების, ასევე სააპელაციო საჩივრის არსებითი განხილვის გარეშე დატოვების საფუძვლებით ვითხოვთ, რომ ევროპულმა სასამართლომ დაადგინოს ევროპული კონვენციის მე-6, მე-10, მე-11, მე-13 და მე-18 მუხლების დარღვევა“, - წერს ადვოკატი თორნიკე მიგინეიშვილი სოციალურ ქსელში.
თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე ნინო ენუქიძემ მსახიობი ბაჩო ქაჯაია „გზის ხელოვნურად გადაკეტვისთვის“ 5000 ლარით 18 იანვარს დააჯარიმა. გადაწყვეტილებას საფუძვლად დაედო შსს-ს საჩივარი, რომლის მიხედვითაც, მან პარლამენტის წინ რუსთაველის გამზირი 9 იანვარს გადაკეტა.
თბილისსა და სხვა ქალაქებში 2024 წლის 28 ნოემბრიდან მიმდინარეობს პროევროპული აქციები. პროტესტის უწყვეტი ტალღა მოჰყვა „ქართული ოცნების“ განცხადებას, რომლის თანახმადაც, მათ გადაწყვიტეს, რომ „2028 წლამდე“ დღის წესრიგში არ დააყენონ ევროკავშირთან გაწევრებაზე მოლაპარაკებების გახსნა.
დემონსტრანტების შესაზღუდად, სადავო პარლამენტმა „ქართულმა ოცნების“ ინიციირებული არაერთი კანონი მიიღო. მათ შორის, პირველ ეტაპზე გაზარდა ჯარიმები გზის გადაკეტვისთვის, შემდეგ კი დააწესა ადმინისტრაციული პატიმრობა. გამკაცრებული კანონით, განმეორებით „გზის ხელოვნურად გადაკეტვის“ შემთხვევა ითვალისწინებს ერთ წლამდე პატიმრობასაც.
ფორუმი