როგორ არის მარიამი? - ეს არის პირველი, რასაც 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული ევა შაშიაშვილი ადვოკატს ყოველი შეხვედრისას ეკითხება.
"შეკრებისა და მანიფესტაციების" შესახებ კანონი ბოლო ცვლილებიდან მალევე კიდევ უფრო მკაცრდება - მერიის გარდა, ახლა პოლიციის გაფრთხილება და პროტესტის გამოსახატად წინასწარი ნებართვა ხდება სავალდებულო. "ბალანსი უნდა დავიცვათ“, აცხადებს "ოცნება" და მიუთითებს მათი უფლებების დაცვისკენ, ვინც არ აპროტესტებს.
ორი ადამიანი დააკავა შინაგან საქმეთა სამინისტრომ მას შემდეგ, რაც ცნობილი გახდა, რომ დასავლეთ საქართველოში 14 წლის მოზარდმა ბავშვი გააჩინა.
რატომ არის თბილისთან შემორჩენილი ბოლო ხელუხლებელი ჭალის ტყის ფრაგმენტის დაცვა ასე მნიშვნელოვანი? ადგილისა, სადაც არაბული ინვესტიციით, ახალი, დიდი, მდიდრული უბანი უნდა გაშენდეს? რას გვიამბობს კრწანისის ტყე?
ირაკლი კობახიძე ბრიტანეთის მთავრობას მოუწოდებს, ბოდიში მოიხადოს BBC-ის ჟურნალისტური გამოძიების გამო, - გამოძიებისა, რომლის თანახმადაც, საქართველოს ხელისუფლებამ 2024 წელს აქციების დაშლისას, სავარაუდოდ, ბრომობენზილ ციანიდი, იგივე „კამიტი“ გამოიყენა.
ბოლო ხანს უბნის მაღაზიაში ქათმის კვერცხი ვერ იყიდეთ? ეს მარტო თქვენთან არ ხდება - რამდენიმე კვირაა, საქართველოს ქსელურ მარკეტებში კვერცხის მარაგს შეფერხებებით ავსებენ. გავარკვიეთ, რომ კვერცხის დანაკლისის მიზეზი ფრინველის გრიპია.
საქალაქო სასამართლომ პატიმრობაში დატოვა თავდაცვის ყოფილი მინისტრი ჯუანშერ ბურჭულაძე, მისი ცოლისძმა ვასილ მხეიძე და მისი ყოფილი მოადგილე გიორგი ხაინდრავა. ბურჭულაძეს ბრალი სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებასა და უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციაში ედება.
დეკემბრის დასაწყისში „ქართული ოცნების“ მთავრობამ წარადგინა ზოგადი განათლების რეფორმა, რომელიც ძირითადად საჯარო სკოლების მოსწავლეებს შეეხება, ანუ ათიათასობით ბავშვსა და მათ მშობლებს.
რუსეთში უსაფრთხოების სამსახურები არასრულწლოვანებს მასობრივად სდებენ ბრალს ტერორიზმსა და ექსტრემიზმში, ხშირად მტკიცებულებების გარეშე. ექსპერტები ამას ძალოვანთა პროვოკაციად მიიჩნევენ: მოზარდებს „უკერავენ“ საქმეებს, ზღუდავენ აქტივიზმს და ზრდიან რადიკალიზაციის რისკს.
2026 წლიდან საჯარო სკოლებში ფორმები ბრუნდება - თუ დღემდე სკოლებს არჩევანის უფლება ჰქონდათ, ახლა ეს სავალდებულო იქნება, როგორც წლების წინ საბჭოთა საქართველოში.
„ქართული ოცნების“ ლიდერებისა და "ოცნების" მიმართ ლოიალურად განწყობილი მედიის განცხადებების თანახმად, ერთ-ერთი ახალი, ევროპული კვლევის თანახმად საქართველო „მოწინავე ქვეყნების რიგშია“ „დეოლიგარქიზაციის პროგრესის“ კუთხით.
რუსმა მებრძოლმა პიოტრ იანმა ლას ვეგასში გამართულ UFC 323-ზე მერაბ დვალიშვილის დამარცხება შეძლო და უმსუბუქესი წონის საჩემპიონო ქამარს დაეუფლა.
ჩამოტვირთე მეტი