ირაკლი კობახიძე ბრიტანეთის მთავრობას მოუწოდებს, ბოდიში მოიხადოს BBC-ის ჟურნალისტური გამოძიების გამო, - გამოძიებისა, რომლის თანახმადაც, საქართველოს ხელისუფლებამ 2024 წელს აქციების დაშლისას, სავარაუდოდ, ბრომობენზილ ციანიდი, იგივე „კამიტი“ გამოიყენა.
„ქართული ოცნების“ ლიდერებისა და "ოცნების" მიმართ ლოიალურად განწყობილი მედიის განცხადებების თანახმად, ერთ-ერთი ახალი, ევროპული კვლევის თანახმად საქართველო „მოწინავე ქვეყნების რიგშია“ „დეოლიგარქიზაციის პროგრესის“ კუთხით.
კომუნიკაციების კომისიამ (ComCom-მა) დღეს, 3 დეკემბერს, გამოაქვეყნა 2025 წლის III კვარტალში ქართული ტელევიზიების ყველაზე მსხვილი „დამფინანსებლების“ - რეკლამის დამკვეთების - ათეული.
რუსეთი ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილის დაახლოებით ნახევარი უკრაინასთან ომზე იხარჯება, რუსეთის ეკონომიკა განაგრძობს შენელებას, საბანკო სექტორს კი კოლაფსისგან მხოლოდ მთავრობის ფინანსური მხარდაჭერა გადაარჩენს. რუსეთს უკრაინასთან ომი დღეში დაახლოებით 600 მლნ აშშ დოლარი უჯდება.
ორი დღე დარჩა საქართველოში ქონებრივი დეკლარაციის შევსებისთვის. ყველა, ვისმა შემოსავალმაც გასულ წელს 40 000 ლარს გადააჭარბა და ქონებასაც ფლობს, ვალდებულია ჯერ დეკლარაცია შეავსოს, შემდეგ კი გადასახადი გადაიხადოს - ამისთვის მას რამდენიმე დღე აქვს.
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა ამავე უწყების ყოფილი უფროსის, გრიგოლ ლილუაშვილის ახლო გარემოცვის უკვე სამი წევრი მისცა პასუხისგებაში. მათგან ორი დაკავებულია, ერთს კი დაუსწრებლად აქვს პატიმრობა შეფარდებული.
თვეზე მეტია, რუსეთსა და რუსეთის მიერ ოკუპირებულ უკრაინის ტერიტორიებზე ბენზინის მწვავე დეფიციტია, რის გამოც იზრდება საწვავის ფასები და იხურება ბენზინგასამართი სადგურები. რუსეთის მიერ ანექსირებულ ყირიმში ბენზინი ლიმიტირებულად, (1 მძღოლი - 20 ლ) ტალონებით იყიდება.
„ქართული ოცნების“ მთავრობის მეთაური ირაკლი კობახიძე თანაგუნდელებთან ერთად დღეს კიდევ ერთხელ შეხვდა მსხვილი ბიზნესის წარმომადგენლებს, - ამჯერად არა მთავრობის ადმინისტრაციაში, არამედ „საქართველოს ბიზნესასოციაციის“ ორგანიზებულ ღონისძიებაზე - ფონდი "ქართუს" სასტუმრო „პარაგრაფში“.
რუსეთის ხელისუფლება კვლავ აპირებს საგადასახადო ტვირთის გაზრდას. არადა, სულ ცოტა ხნის წინ რუსეთის პრეზიდენტი და ფინანსთა მინისტრი პირობას დებდნენ, რომ გადასახადები არ გაიზრდებოდა.
იტალიური გამოცემა Linkiesta-ს ცნობით, რუსული მცირე ზომის ცეცხლსასროლი იარაღი და საბრძოლო მასალა იტალიურ მაფიამდე რუსეთის „ჩრდილოვანი ფლოტის“ მეშვეობით აღწევს.
ჩამოტვირთე მეტი