მუშაობს საქართველოს შიდა პოლიტიკის, ადამიანის უფლებების, ქალთა და ბავშვთა, უმცირესობების, ეკოლოგიის, ჯანდაცვისა და სხვა სოციალურ საკითხებზე. რადიო თავისუფლების ჟურნალისტია 2008 წლიდან.
როგორ არის მარიამი? - ეს არის პირველი, რასაც 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული ევა შაშიაშვილი ადვოკატს ყოველი შეხვედრისას ეკითხება.
"შეკრებისა და მანიფესტაციების" შესახებ კანონი ბოლო ცვლილებიდან მალევე კიდევ უფრო მკაცრდება - მერიის გარდა, ახლა პოლიციის გაფრთხილება და პროტესტის გამოსახატად წინასწარი ნებართვა ხდება სავალდებულო. "ბალანსი უნდა დავიცვათ“, აცხადებს "ოცნება" და მიუთითებს მათი უფლებების დაცვისკენ, ვინც არ აპროტესტებს.
რატომ არის თბილისთან შემორჩენილი ბოლო ხელუხლებელი ჭალის ტყის ფრაგმენტის დაცვა ასე მნიშვნელოვანი? ადგილისა, სადაც არაბული ინვესტიციით, ახალი, დიდი, მდიდრული უბანი უნდა გაშენდეს? რას გვიამბობს კრწანისის ტყე?
2026 წლიდან საჯარო სკოლებში ფორმები ბრუნდება - თუ დღემდე სკოლებს არჩევანის უფლება ჰქონდათ, ახლა ეს სავალდებულო იქნება, როგორც წლების წინ საბჭოთა საქართველოში.
ცოტა ხნის წინ გაირკვა, რომ განათლების სამინისტრო ხელნაწერთა ეროვნულ ცენტრს, სამართავად კულტურის სამინისტროს გადასცემს. ამ ცვლილებამ, რომელსაც “ქართული ოცნების” მთავრობა “ტექნიკურს” უწოდებს, ხელნაწერთა ეროვნულ ცენტრშიც და მის მიღმაც არაერთი კითხვა და ეჭვი გააჩინა - რას უპირებენ რეალურად იქაურობას?
2025 წლის 26 სექტემბერს სპეციალური პენიტენციური სამსახურისთვის გაგზავნილ ამ და სხვა კითხვებზე პასუხი კანონით დადგენილი 10-დღიანი ვადის ნაცვლად, თვე-ნახევრის შემდეგ, 12 ნოემბერს, მივიღეთ.
შობადობის კლების მიზეზების შესწავლა, კოლხეთის ეროვნული პარკის ეკოსისტემის დაცვა, ახალგაზრდული პოდკასტი, აუტისტი ბავშვებისთვის ჭადრაკის კლუბი... კიდევ როგორ პროექტებში მიიღეს გრანტები სახელმწიფოსგან საზოგადოებრივმა ორგანიზაციებმა?
„ქართული ოცნების“ გადაწყვეტილებამ, გააუქმოს საზღვარგარეთ ხმის მიცემის შესაძლებლობა, უცხოეთში მცხოვრები ქართველები დაზაფრა. ეს ხმის წართმევაა, არჩევნების კონტროლის მორიგი მცდელობა - ამბობენ ემიგრანტები რადიო თავისუფლებასთან. მათი აბსოლუტური უმეტესობა საქართველოში ჩასვლას ვერ შეძლებს.
ეს არის ამბავი პირველ ქართველ ეთნომუსიკოლოგ ქალზე, თამარ მამალაძეზე, რომელმაც 1946 წლიდან 1971 წლამდე, საქართველოს მთასა თუ ბარში, უნიკალური ხალხური სიმღერები ჩაიწერა.
საუნივერსიტეტო ცვლილებები, რომელთა მიზნადაც "ქართული ოცნება" "განათლების დეცენტრალიზაციას" ასახელებს, შეიცავს საფრთხეს, უნივერსიტეტების ავტონომიისა და სტუდენტების არჩევანის შეზღუდვის მექანიზმად იქცეს, შეცვალოს საქართველოს საუნივერსიტეტო რუკა, აკადემიური თავისუფლება კი საფრთხის ქვეშ დააყენოს.
საქართველოს ჯანდაცვის სამინისტრო კრიტიკის ქარცეცხლში მოექცა მას შემდეგ, რაც მშობლები წამლის დეფიციტზე ალაპარაკდნენ. „ნოვორაპიდის“ მარაგის ამოწურვამ რთული სიტუაცია შექმნა, რადგან სახელმწიფოს შეთავაზებულ ალტერნატივაში მშობლები საფრთხეს ხედავენ.
“ქართული ოცნება” სასწავლო პროცესის შემოკლებას გეგმავს როგორც უნივერსიტეტებში, ასევე - სკოლებში. აქ ნახავთ მაქსიმალურად ყველაფერს, რისი ცოდნაც მნიშვნელოვანია ბავშვებისა და მათი მშობლებისთვის.
საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი და მისი რექტორი უნივერსიტეტისთვის 18 წლის წინ „უკანონოდ ჩამორთმეული ქონების“ დაბრუნებას გეგმავენ და ამაში პროკურატურის იმედი აქვთ. მოპასუხე მხარე - საქართველოს უნივერსიტეტი კი - ამტკიცებს, რომ ამ ქონებაში 4 მილიონ დოლარამდე აქვს გადახდილი.
POW - აწერია მაქსიმ ბუტკევიჩის შავ მაისურს. აბრევიატურა ნიშნავს Prisoner of War-ს, ომის ტყვეს. გასწვრივ კი ფრაზაა - „არ დავივიწყოთ ომის ტყვეები“. ვაცლავ ჰაველის პრემიის მფლობელი უკრაინელი უფლებადამცველი და ჟურნალისტი, ყოფილი ჯარისკაცი და ომის ტყვე ამ მაისურს ხშირად ატარებს.
„ქართული ოცნების“ მიერ გამკაცრებული კანონების ამოქმედება დაწყებულია - 19 ოქტომბერს დილიდან, პოლიციამ აქციის იმ მონაწილეების დაკავება დაიწყო, რომელთაც გზის გადაკეტვას თუ აქციაზე სახის დამალვას ედავებიან და რისთვისაც მათ უკვე 15-დღიანი პატიმრობა ემუქრებათ.
მხოლოდ ბოლო 2-3 დღეში, საქართველოს საზღვარზე, უცხოეთში მიმავალი, სულ ცოტა, სამი ადამიანი შეაფერხეს იმის გამო, რომ მათ „გზის გადაკეტვისთვის“ ჯარიმა ჰქონდათ გამოწერილი - ყველა მათგანმა ამ ჯარიმის შესახებ აეროპორტში შეიტყო, რადგან მანამდე მათთვის ამის შესახებ არ უცნობებიათ.
ხმამაღალი მუსიკა, უწყვეტი ხმა მიკროფონში, მკვეთრი განათება, ლაზერები, მკვეთრი ფერები და ფერადი კვამლი - სადღესასწაულო ცენტრების უმრავლესობა დაბადების დღეების აღსანიშნავად ასეთ გარემოს აწყობს. ამბობენ, რომ ეს სწორედ ის არის, რაც ყველას მოსწონს - მშობლებსაც და ბავშვებსაც. ასეა ეს?
13 ოქტომბერს, მას შემდეგ, რაც ადვოკატმა, მარიამ ხაჭაპურიძემ ევა ციხეში მოინახულა, დაწერა, რომ ქალს დაკავებიდან ათი დღის თავზე, ციხეში არ აქვს შესაფერისი ტანსაცმელი, ვერ ბანაობს და მიუხედავად ამისა, მას ახლა ის უფრო ადარდებს - ვინ იზრუნებს ევას შვილზე, რომელსაც დამოუკიდებლად ამის გაკეთება არ შეუძლია.
ჩამოტვირთე მეტი